მზია გიორგობიანმა ბერძენ კოლეგასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
21 ოქტომბერი 2019
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან იანის კეფალოგიანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც 22-23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება.
მინისტრის მოადგილემ და მისმა ბერძენმა კოლეგამ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" წარმოადგენს საშუალებას სახელმწიფოს და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის დიალოგისა და შეხვედრებისთვის. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.
წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.